კურტუა ელ კლასიკოს გამოტოვებს.

მძიმე დარტყმა სამეფო კლუბისთვის

მძიმე დარტყმა სამეფო კლუბისთვის მადრიდის რეალს კვირას ბარსელონასთან გასამართ ელ კლასიკოში ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა ვერ დაეხმარება. კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით დაადასტურა: „გრიპის სიმპტომების გამო, ტიბო კურტუა ბოლო მომენტში გამოაკლდა მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრას, რომელიც კვირას საღამოს, ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურის ფარგლებში გაიმართება“. რეალის ცნობით, კურტუას ნაცვლად ელ კლასიკოსთვის გუნდის განაცხადს მეკარე ილია ვოლოშინი შეუერთდა. მიმდინარე სეზონში კურტუამ ყველა ტურნირზე ჯამში 12 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ შეინახა.
ბოლო სიახლეები იტვირთება...
ZHINI SPORT

ბოლო სტატიები

ZHINI COMMUNITY

იყავი სპორტის ეპიცენტრში

შემოგვიერთდი Instagram-სა და Facebook-ზე — არ გამოტოვო სიახლეები.