ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

„ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება“

ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე: „ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება“ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ლიონთან გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმა და ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა იყო. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ტრავმის სიმძიმე თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა დარწმუნებულია, რომ კვარაცხელია ამ რთულ პერიოდს წარმატებით გადალახავს. „სამწუხაროდ, თავიდანვე ვიცოდით, რომ ტრავმა მძიმე იყო. ხვიჩას რთული პერიოდის გავლა მოუწევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს. პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაში ტრავმები გარდაუვალია. ასეთ დროს აუცილებელია დადებითი მხარეების დანახვა. კვარაცხელია ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა ენრიკემ.
ბოლო სიახლეები იტვირთება...
ZHINI SPORT

ბოლო სტატიები

ZHINI COMMUNITY

იყავი სპორტის ეპიცენტრში

შემოგვიერთდი Instagram-სა და Facebook-ზე — არ გამოტოვო სიახლეები.